საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საინფორმაციო შეხვედრა და დასაქმების პერსპექტივა საერთაშორისო კომპანია „გრანთ თორნთონ საქართველოში“

საერთაშორისო კომპანია „გრანთ თორნთონ საქართველოს“ წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან გაიმართება 29 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსის (უნივერსიტეტის ქუჩა 19), აუდიტორია 206-ში.
 

შეხვედრაზე სტუდენტებს მიაწვდიან ინფორმაციას აღნიშნული კომპანიის საქმიანობის შესახებ და გააცნობენ არსებულ ვაკანსიებს, სტაჟირებისა და დასაქმების პერსპექტივებს. დასწრება თავისუფალია!
 

კომპანიის შესახებ:
გრანთ თორნთონი წარმოადგენს მსოფლიოს დამოუკიდებელი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების ერთ-ერთ წამყვან ქსელს. ქსელის ფირმები საქმიანობენ 150 ქვეყანაში და მათში დასაქმებულია 76,000 ადამიანი. გრანთ თორნთონის ადგილობრივი კომპანია საქართველოში 2005 წელს დაარსდა, საქართველოს ბაზარზე 20 წლიანი გამოცდილებით, კომპანია მყარად იკავებს ადგილს აუდიტორული კომპანიების ათეულში.
 

გრანთ თორნთონ საქართველო არის გრანთ თორნთონ International-ის წევრი. იგი წარმოადგენს ბუღალტერთა და აუდიტორთა, ფინანსურ მრჩეველთა, ბიზნესისა და მართვის დარგის კონსულტანტთა, საგადასახადო და იურიდიულ მრჩეველთა მრავალპროფილურ, მაღალპროფესიონალთა გუნდს. გრანთ თორნთონ საქართველო, ორგანიზებულია საერთო პროფესიული ხედვით და განსაკუთრებით ორიენტირებულია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე.
 

გრანთ თორნთონ საქართველო აერთიანებს 100-ზე მეტ თანამშრომელს, ხოლო სერვისი მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას: აუდიტი, ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილებები, ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულება, საგადასახადო მიმართულება, იურიდიული მიმართულება.
 

გრანთ თორნთონ საქართველო დიდ ყურადღებას აქცევს განათლებას და ყოველმხრივ გვერდში უდგას სტუდენტებს. იგი სისტემატიურად გასცემს სტიპენდიებს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის.
 

საინფორმაციო შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ სტუდენტებისთვის, ვინც სწავლობს ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, აღრიცხვა-ანგარიშგების, აუდიტის მიმართულებით და არის ბაკალავრიატის მესამე ან დამამთავრებელი კურსის, ან სამაგისტრო საფეხურის სტუდენტი.

 

https://www.grantthornton.ge/

თარიღი: 22/10/2025